,,მთავარის” ინფორმაციით, ექიმ ნინო გოგორიშვილს, რომელიც გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს მკურნალობს, ინსულტი დაემართა.
-,,ოცნების” კიდევ ერთი მსხვერპლი ექიმი ნინო გოგორიშვილი გახდა. ის ამავე ჰოსპიტალის სტაციონარულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას ინსულტის ნიშნები განუვითარდა, – განაცხადა თეა ადეიშვილმა ,,დღის სტუმარში”.

