მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლესმერაბ კობიაშვილი, რომელიც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბისა და მისი მეგობრის დაჭრის ბრალდების გამო იჯდა განსასჯელის სკამზე, რამდენიმე წუთის წინ ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე, ნატა ქიტესაშვილო მკვლელობის შემდეგ ფეისბუქში წერდა:
,,თაზოს ფოტოები ვნახე და… მოვკვდი. საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს. თქვენ გგონიათ, მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?!
არა და არა! ჰო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება, როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი… ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია, დამიჯერეთ.
ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა, გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს… არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!”.