მუსიკოს აჩიკო გულედანის შვილი, მარიამ გულედანი პოპულარული თინეიჯერია. ის ,,ფორმულაზე” გადაცემა ,,ჩათის” თანაწამყვანია. არიამმა სტუდიაში ბაბუა, მურთაზ გულედანი მიიყვანა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბატონმა მურთაზმა შვილიშვილზე ძალიან გულახდილად ისაუბრა:
-ბავშვობაში ღამის გეშინოდა. ისე არ დაიძინებდი, რომ ზღაპარი ან რამე არ მოგვეყოლა… ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი იცით, მეტი თავისუფლება გაქვთ. ერთი ისაა, რომ ზღვარი გაქვთ დაკარგული და მათ შორის შენც, თავნებობასა და თავისუფლებას შორის, ეს ორი სხვადასხვა კატეგორიაა, ყოველთვის გეუბნებოდი ამას… შენ თვითონ ითამამებ შენს თავს და ჩვენ ვართ ამ სითამამეში მომსახურე პერსონალი… რაზეც შენ ლაპარაკობ, იმის უფრო სიღრმისეული გაგება არსებობს, – უპასუხა ბატონმა მურთაზმა მარიამს.
– შენი აზრით, მე ძაღლები უფრო მიყვარს თუ ადამიანები? – ჰკითხა შვილიშვილმა ბაბუას, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
-ამ სტადიაზე ძაღლები, რადგან ისინი პასუხს არ გცემენ.

