პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,სულ ორჯერ მოვახერხე საკუთარ თავზე გამარჯვება, მანანამ მანანაზე. ისე ყველაზე აუტანელი ბრძოლაა საკუთარ თავთან ომი. 50 წლის ვხდები და 2-ჯერ მეტად ეს ვერ ,ვერ შევძელი. ერთ შემთხვევაში კონკურენტზე ვთქვი, რომ ჩემზე მაგარი იყო, სიმართლეც მის მხარეს არის და გამარჯვებულიც-მეთქი. ვაღიარე, არადა ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო ჩემს ცხოვრებაში.
მეორე უფრო მძიმე შემთხვევა იყო, ასე ღიად მტერს ვერ დავარქმევ, მაგრამ მასზე ცუდის მოსურნე არ მყავდა. როცა პრობლემა შეექმნა, მივაკითხე. ახლაც არ მჯერა. ხელის შეშლაც შემეძლო, სამაგიეროს გადახდაც კი მინდოდა, რაღაც მომენტში მქონდა ეს სურვილი, თან მაგრად მინდოდა. ჰოდა, მანდ მოვუგე მანანას. არაფერი არც ვთქვი და არც გავაკეთე მის წინააღდეგ. აღარ დავწერ რა და როგორ მოხდა. ყველაფერმა რომ ჩაიარა მეორე დღეს მართლა ბედნიერი ვიყავი. და რაღაცნაირი მსუბუქიო, რომ ამბობენ, აუ, ეგ მახსოვს რომ ვიგრძენი.
მაგრამ დღეს რომ ძალიან გახარებული, აჟიტირებულები და ბედნიერები არიან, ერთმანეთს რომ ულოცავენ, ისევ ციხეში რომ დააბრუნეს, ეგენი სულ მაინტერესებდა რანაირები იყვნენ და ვნახე. ეკლესიაშიც დადიან. იმდენი ხატები აქვთ გამოფენილი ხოლმე, ისეთებს ქადაგებენ აქ…. კანონებსა იშველიებენ…
ასე რანაირად ახერხებენ, დილას ლოცვისწერით რომ იწყებენ და საღამოს წყველით ამთავრებენ? ,,მალადეც” თქვენ, მმალადეც”. საკმარისია, ცოტა ძალაუფლება გქონდეთ და ისეთებს იზამთ, ისეთებს… ფარული ბოროტმოქმედება”.

