ლევან გაბრიჭიძე: ,,ჩემი გმირი ტრაგიკული პიროვნებაა, რაღაცებში ვუგებ”

ლევან გაბრიჭიძე: ,,ჩემი გმირი ტრაგიკული პიროვნებაა, რაღაცებში ვუგებ",,ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის” ბოლო სე­რი­ე­ბი ნარკოტიკით მოწამლული გოგონას და მისი მამის გარშემო ვითარდება. სერიალში მამის როლს მსახიობი ლე­ვან გაბ­რი­ჭი­ძე მონაწილეობს, რომელიც თავის პერსონაჟზე ამბები.ჯი-ის უყვება:

-რა­ღა­ცებ­ში ჩემს გმირს ვუ­გებ… ტრა­გი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, რად­გან ერთი შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს, მე­ო­რე მძი­მედ ავად და მე­სა­მე კი­დევ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში… მე პი­რა­დად ორი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა ვარ, ერთი შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სულ სხვა სი­ტუ­ა­ცი­ია ჩვენს ოჯახ­ში, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს სხვა­ნა­ი­რად იყოს! ვამ­ბობ­დი კი­დეც, ხა­სი­ათ­ში არ გა­და­მი­ვი­დეს ეს ჩხუ­ბი და ყვი­რი­ლი-მეთ­ქი…

ჩემი ქცე­ვა რა თქმა უნდა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ში­ნა­გა­ნად იგი­ვე გან­წყო­ბა მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვით ასე­თი იმ­პულ­სუ­რი ნამ­დვი­ლად არ ვარ… არ ვე­თან­ხმე­ბი ჩემს პერ­სო­ნაჟს, რომ ყვი­რის და წი­ვის, მაგ­რამ რა ცხოვ­რე­ბაც აქვს, მისი აგ­რე­სია აღარც არის გა­საკ­ვი­რი. რე­ა­ლუ­რად ახალ­გაზ­რდებ­მაც ცოტა უნდა გა­ი­გონ, რომ მა­თაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ. მე არ ვე­თან­ხმე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას.

ამბები.ჯი