,,ხელში აგვიფეთქდა! ფრთხილად იყავით. დაგვიწვა სკამი და ყურებში ჯერ არ მესმის. მადლობა ღმერთს, გადავრჩით”, – დაწერა ,,სასოწარკვეთილი მომხმარებლების” ჯგუფში დათო არჩვაძემ.
პიროტექნიკით რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
-უკვე შემოიყვანეს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები ჰქონდათ მიღებული. მათ არა მარტო დამწვრობა ჰქონდათ, ზოგს თითების ამპუტაციაც დასჭირდა, ზოგს თვალები დაუზიანდა, – განაცხადა ექიმმა გუგა გაშიბაძემ.

