იტალიაში ემიგრანტი დათო ტურაშვილი გარდაიცვალა – ,,პატიოსნად შრომობდა, არ ვიცი, რა დაემართა”

იტალიაში ემიგრანტი დათო ტურაშვილი გარდაიცვალა - ,,პატიოსნად შრომობდა, არ ვიცი, რა დაემართა"exclusivetv.ge სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ იტალიაში დათო ტურაშვილი გარდაიცვალა. ის ქალაქ ლეჩეში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. როგორც მას ნაცნობ-მეგობრები ახასიათებენ, საოცარი ადამიანი იყო და თავი პატიოსანი შრომით გაჰქონდა.

,,დათო იმდენად თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, მეორე დღეა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, არც კი ვიცი, რა ვთქვა. უახლოესი მეგობრები ვიყავით. იტალიაში პატიოსანი შრომით გაჰქონდა თავი. არ ვიცი, რა დაემართა და ეს ნაბიჯი რატომ გადადგა, გუშინ გავიგე, რომ თავი მოუკლავს. ერთი პატიოსანი და წყნარი ბიჭი იყო. მის მომდურავს ვერავის ნახავთ აქ, იმდენად კეთილი იყო და ყველას უყვარდა ლეჩეში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ახლა უნდა გავერთიანდეთ, ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება მისი საქართველოში გადასვენებისთვის, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი exclusivetv.ge-სთან.

exclusivetv.ge