ინგა გრიგოლია: ,,მალე შავი ,,ჩაიკებით” ჩამოგვივლიან და ,,ტროიკები” გაგვასამართლებენ”

ინგა გრიგოლია: ,,მალე შავი ,,ჩაიკებით" ჩამოგვივლიან და ,,ტროიკები" გაგვასამართლებენ"ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მიმართავს:

,,ბევრი შენნაირი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე რომ ჰყავდეს ამ ქვეყანას, ასი ნაბიჯით წინ ვიქნებიდით! იფიქრეს, იფიქრეს, როგორ დავუმორჩილოთ ჩვენს პოლიტიკურ ვნებებსო და მთელი სამსახურის გაუქმება გადაწყვიტეს. მე არ მეცინება ამ ამბავზე. ძალიან მაშინებს! ცოტა ხანში, შავი ,,ჩაიკებით”  ჩამოგვივლიან და ყველას, ვინც მათ ვაკრიტიკებთ , ,,ტროიკებით” გაგვასამართლებენ.

ჩვენ ვსხედვართ და ისე ვუყურებთ ამ ამბავს, თითქოს ჩვეულებრივი ნიუსია, არადა ძალიან საშიში ამბავია! წარმატებები შენ, ლონდა და მადლობა კეთილსინდისიერებისთვის!”.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.