ია ნანეიშვილს სისხლი სჭირდება – ,,უნდა გაუძლო, ჩვენო გოგო, უნდა გამაგრდე, უფალი ჩვენთანაა”

ია ნანეიშვილს სისხლი სჭირდება - ,,უნდა გაუძლო, ჩვენო გოგო, უნდა გამაგრდე, უფალი ჩვენთანაა"პოეტ ია ნანეიშვილის გარშემო უამრავი გულშემატკივარია დარაზმული და ყველა ერთად მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. მის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დაბრუნდა – ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა ისევ მძიმე სენს ებრძვის. მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ის რეანიმაციაშია.

ამჯერად ყველასთვის საყვარელ პოეტს, რომელმაც უამრავი ადამიანის გულისკარი გააღო, სისხლი ესაჭიროება.

,,თუ შენ ამ პოსტს კითხულობ და შეგიძლია სისხლი გაიღო, გთხოვ ამ საახალწლოდ გააკეთო სიკეთე, გაიღე სისხლი ია ნანეიშვილისთვის. იაკოს ვჭირდებით. თუ თქვენ ვერ აბარებთ სისხლს სხვადასხვა მიზეზების გამო,  გააზიარეთ, მოიწვიეთ მეგობრები”, ,,დაგვეხმარეთ, ვიპოვოთ დონორები. ბევრმა უნდა ნახოს, რომ შევძლოთ დახმარება. გვჭირდება ნებისმიერი ჯგუფის სისხლი და დონორები თრომბოციტების ჩასაბარებლად”, ,,ია გოგოს ჩვენი იმედი აქვს. ხომ იცით, იმედს დიდი ძალა აქვს და შეუძლებელს შევძლებთ ყველა ერთად… გამაგრდი, ჩვენო სიხარულო, უნდა გაუძლო. უფალი ჩვენთანაა”, – წერენ ია ნანეიშვილის მეგობრები.

ახალგაზრდა პოეტის მდგომარეობა ჯერჯერობით ისევ უცვლელია, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ვისაც დონორობის სურვილი გაუჩნდება, გთხოვთ, მიხვიდეთ დიღომში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ჩაჩავას 5.