,,ერთმანეთი დავიბრუნეთ, ახლა უფრო ვაფასებთ ჩვენს სიყვარულს” – გიორგი ცხადაძის შეცვლილი ცხოვრება

,,ერთმანეთი დავიბრუნეთ, ახლა უფრო ვაფასებთ ჩვენს სიყვარულს" - გიორგი ცხადაძის შეცვლილი ცხოვრება,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მსახიობის, მომღერლისა და ტელეწამყვან გიორგი ცხადაძისა და ჟურნალისტ სალომე ლემონჯავას ცხოვრება რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც გოგონას, ნენეს, მშობლები გახდნენ. ნენემ ცოლ-ქმარი უფრო ძვირფასები გახადა ერთმანეთისთვის. ამბობენ, რომ ახლა გაცილებით ძლიერია მათი სიყვარული. წყვილმა ოჯახურ ცხოვრებაზე ,,სარკესთან” ისაუბრა.

გიორგი: ცხოვრება დაიყო ასე – ნენემდე და ნენესთან ერთად. სანამ შვილი არ გეყოლება, ვერანაირად წარმოიდგენ და ვერ აღწერ, როგორ შეუძლია შენი ცხოვრების შეცვლა. რა თქმა უნდა, ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა და მხოლოდ დადებითისკენ. შეიცვალა აღქმა სამყაროსიც და საკუთარი თავისაც.

სალომე: ნენემ ჩვენი დღის წესრიგი შეცვალა, მთლიანად ბავშვის რეჟიმზე ვართ აწყობილი.მან შეგვიცვალა საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაც. უფრო მეტად ვუფრთხილდები ჩემს თავს, ვიდრე მანამდე. ცოტა მშიშარა და ფრთხილი გავხდი. რასაც უნდა ვაკეთებდე, გონებაში სულ ნენე მიტრიალებს.

– ბავშვმა და ახალმა პასუხისმგებლობამ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე რა გავლენა იქონია?

სალომე: პირველ ეტაპზე ცოტა შოკიც იყო. მიუხედავად იმისა, თავს ფსიქოლოგიურად ვამზადებდით ბავშვისთვის, მაინც ბევრი რამ მოულოდნელი აღმოჩნდა.მთავარი პერსონა იყო ნენე და ერთმანეთისთვის არც დრო გვქონდა და არც ამის სურვილი. როცა სამივე შევეჩვიეთ ყველაფერს, ერთმანეთთან ურთიერთობაც დავიბრუნეთ.

მგონია, რომ გიორგისთვის უფრო ძვირფასი გავხდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამაზე მეტად როგორ უნდა გვყვარებოდა, მაგრამ ახლა მეტად ვაფასებთ ერთმანეთს.

გიორგი: სალომე ნენეს დაბადების შემდეგ ბევრად თბილი გახდა ჩემ მიმართ. ჩვენ ერთი გუნდი გავხდით საერთო მიზნებით და საერთო სიყვარულით.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”