დათო საგინაძის, მარიკა მესაქრიშვილის და ლელა გუბელაძის ახლობლებს ვაზიანში, მათ საცხოვრებელ სახლში საზარელი სურათი დახვდათ. ოთახში ეგდო ლელა გუბელაძე, როგორც ამბობენ, მას ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, მისი ქალიშვილი მარიკა მესაქრიშვილის ცხედარიც აივანთან ძირს დაგდებული იპოვეს, მასაც დანით აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო აბაზანაში აღმოაჩინეს დავით საგინაძის ცხედარი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სამზარეულოს დანით მოკლა ცოლი, სიდედრი და მერე თავი მოიკლა.
-მეზობლებს გაუგიათ ქალის ხმა, მიშველეთო, მაგრამ თურმე უცებ შეწყდა ხმა და ამიტომ არ მიუქცევიათ ყურადღება.როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალი ითხოვდა შველას, – ყვება ამბები.ჯი-სთან იქ მცხოვრები..
– ხმოვან იოგებზე ჰქონდა სიმსივნე, ბევრი იწვალეს, რომ დაემარცხებინა ეს დაავადება. როგორც ვიცი, დათოს დალევა უყვარდა, სვამდა ხშირად და ამის გამო თავის მშობლებთან უთანხმოება ჰქონდა, ამიტომ გადავიდნენ ცოლ-ქმარი სიდედრთან საცხოვრებლად. არის ვერსია, რომ შეიშალა დათო და დაატრილა ეს ტრაგედია. ეჭვიანობა გამორიცხულია, – უყვება ამბები.ჯი-ის ახლობელი.
ამბები.ჯი

