ელისო კილაძე: ,,ახალ წელს გორში შევხვდები! შიმშილობის აქცია გორში უნდა გადავიდეს!”

ელისო კილაძე: ,,ახალ წელს გორში შევხვდები! შიმშილობის აქცია გორში უნდა გადავიდეს!",,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს, რომ პროტესტი გორში გადაიტანონ.

,,არ არის ახალი წლის ზეიმის დრო, მიშა უნდა გადავარჩინოთ! მე პირადად ხვალ წავალ გორში, ახალ წელსაც იქ შევხვდები. ჩემს სინდისთან ვიქნები მართალი.. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, საკვებს ვეღარ იღებს ,უჭირს გადაადგილება და დაქვეითებული აქვს მოტორიკა. ამოუქოლეს ფანჯრები, მკურნალი ექიმი მიიყვანეს ინსულტამდე. სიტუაცია კრიტიკულია. გორში უნდა მოხდეს ყველა პროტესტის გაერთიანება. არ შეიძლება თბილად ვისხდეთ სახლებში და თვალი ვადევნოთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გადაწყვეტილება შიმშილობის აქციის გორში გადატანაზე! ამაზე უარესად მიშას ვეღარ მოექცევიან ! ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა!”, – წერს ელისო კილაძე.