დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია გამოკითხვაზე იყო დაბარებული. მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.,,ქოცების ,,წყაროები” რომ არ შეცდნენ,და მორიგი დეზინფირმაცია არ გაავრცელონ, აგერ, ბატონო, ერთად ვართ მე და თემურ ალასანია.
გადატრიალებას არ ვგეგმავთ, სნაიპერსკი ვინტოვკაც არ გვაქვს, ინტერვიუს ორშაბათს ქრნიკა+-ში წაიკითხავთ…
მთელი საღამოა ვუსმენ თემურ და გიული ალასანიებს. იშვიათად მინახავს ასეთი და-ძმა.ასეთი ღირსეული ადამიანები,ასეთი გულწრფელი ემოცია შვილზე და დისშვილზე, პატიმარზე, პრეზიდენტზე, უბრალოდ ოჯახის წევრზე…
და საერთოდ არ მიკვირს, რატომ არის მიშა ასეთი შეუპოვარი“, – დაწერა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ.
თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი პირადია – დედის გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე არ ყოფილა და უნდა გავიდეს, თავის დას, გიული ალასანიას მორალურად გვერდში დაუდგეს და 21 დეკემბერს ოჯახურ გარემოში აღნიშნონ დისშვილის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე.

