ეკონომიკის ექსპერტი ფეისბუქში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაუჩინარდა – მისი მანქანა ავჭალის პოლიციასთან ნახეს

ეკონომიკის ექსპერტი ფეისბუქში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაუჩინარდა - მისი მანქანა ავჭალის პოლიციასთან ნახეს,,ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რს, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნს ახლობლები ეძებენ. მისი ძმის, რო­მა­ნოზ გერ­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამაზ გერლიანის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გუ­შინ შე­ი­ტა­ნეს.

მან ,,ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ძმის ტე­ლე­ფო­ნი ფე­ის­ბუქპოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­თი­შა.

-რო­გორც კი პოსტი ვნა­ხე, დავ­რე­კე და ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს წინ არის სად­გო­მი და იქ ვნა­ხეთ ჩემი ძმის მან­ქა­ნა და იმ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში­ვე შე­ვი­ტა­ნეთ გა­ნა­ცხა­დი. მან­ქა­ნის კარი ღია იყო, გა­სა­ღე­ბიც შიგ­ნით დევს, – აღ­ნიშ­ნა რო­მა­ნოზ გერ­ლი­ან­მა.

რა­მაზ გერ­ლი­ან­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ფეისბუქში პოსტი დაწერა და შსს-ს თა­ნამ­შრო­მელი, გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილი შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შე­ჭ­რა­ში დაადანაშაულა.

,,ამ ნა­გავ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩე­მი­ვე ყო­ფი­ლი ოჯა­ხის წევ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ა­ხერ­ხა, ჩემს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში, ჩემს სა­მუ­შაო და ჩემი შვი­ლე­ბის სამ­ყო­ფელ სივ­რცე­ში ვირ­თხა­სა­ვით შე­მოღ­წე­ვა. 14 ნო­ემ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დამ­ხვდა ჩემს ბი­ნა­ში და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხვა მო­მი­წყო, მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ!

რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ის მუნ­დი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით აგ­რო­ვებ­და პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, მოქ­მე­დებს და­ვა­ლე­ბა/დაკ­ვე­თით. სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეჭ­ვია, რომ ჩემ მო­ნა­ცე­მებს გა­და­ცემ­და/ყი­დი­და მე­სა­მე პირ­ზე (ებზე). არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ჩემს მი­მართ იყე­ნებ­და თვალ­თვა­ლის, მი­ყუ­რა­დე­ბის და კონ­ტრო­ლის სხვა სის­ტე­მებს… და­მარ­ცხე­ბა გინ­დო­დათ, მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. დის­კრე­დი­ტა­ცია გინ­დო­დათ – ფსკერ­ზე ვარ. ჩემ­ზე ზე­გავ­ლე­ნა და მარ­თვა გინ­დო­დათ – ვერ მი­ი­ღებთ”,  – წერდა რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი.

ამბები.ჯი