ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით გარდაეცვალათ, მამა – ავარიით, თორნიკე რიჟვაძე დახმარებას დაჰპირდა

ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით გარდაეცვალათ, მამა - ავარიით, თორნიკე რიჟვაძე დახმარებას დაჰპირდამთელი ქვეყანა შეძრა ძმების ისტორიამ, რომლებსაც დედა კოვიდით გარდაეცვალათ, მამა კი ავარიაში დაიღუპათ. დღეს აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ ფე­ის­ბუქის ოფიციალურ გვერდზე ძმებთან ერთად გადაღებული ფოტოები გა­მოაქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით:

,,ან­რის და კა­ხას მშობ­ლებს სურ­დათ შვი­ლებს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და ცხოვ­რე­ბის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი ჰქო­ნო­დათ. მათი სურ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ას­რულ­დე­ბა“.