ალექს მაზარი საოცარ ისტორიას აქვეყნებს ძაღლზე, რომელმაც საოცარი ერთგულება გამოიჩინა. ალექსი წერს:
,,ეს მარლია, ჩვენი ერთგული მეტისი ჩემმა ძაღლმა გააჩინა და როდესაც 2 თვის იყო, გავაჩუქეთ ჩვენს მახლობლად, რომ ხშირად გვენახა. 6 თვე სხვა ოჯახში იცხოვრა, უვლიდნენ ძალიან კარგად, თუმცა 6 თვის მერე გამოიქცა და ჩვენთან დაბრუნდა. ვეღარ გავუშვით და მის პატრონს დაველაპარაკეთ და ისიც დაგვთანხმდა, რომ ჩვენთან ეცხოვრა მარლის. მის გარდა კიდევ ორი ძაღლი გვყავს და როგორც ოჯახის წევრებს, ისე ვექცევით ყველას.
1 წელი ჩვენთან ბედნიერად იცხოვრა, თუმცა იმის გამო, რომ ბევრს ყეფდა, მეზობელმა გვიჩივლა, 112-ში დარეკა და მოგვიწია მათთვის გაგვეტანებინა ჩვენი მარლი. ძალიან განვიცადეთ, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენი სახლიდან ძალიან შორს წაიყვანეს, ბირკა დაადეს და ქუჩის ძაღლად მონათლეს…
მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა და დღეს ნაშუადღევს ყეფა გავიგეთ, გავიხედეთ და ის აქ დაგვხვდა. ამდენი ხნის მანძილზე გვეძებდა და საბოლოოდ მაინც დაგვიბრუნდა. ჰოდა, რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი: გიყვარდეთ, იზრუნეთ, შეიფარეთ. მათზე ერთგული არავინაა. ჩვენ აღარასდროს მივატოვებთ მას”.

