დეა მამისეიშვილი: ,,ე.წ. ჩემი კოლეგებისგან აჟიტირება უხერხულია”

დეა მამისეიშვილი: ,,ე.წ. ჩემი კოლეგებისგან აჟიტირება უხერხულია",,მთავარი” არხის ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელებში დღეს ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმაურება, რომ ჟურნალისტები უარს ამბობენ მუშაობაზე და წერს:
,,მე ,,მთავარი არხის” რიგითი ჟურნალისტი ვარ, ჩემი კოლეგების მსგავსად, 24/7-ზე მიწევს მუხლჩაუხრელი მუშაობა და შრომა იმიტომ, რომ მაყურებლამდე მივიტანო მთავარი სათქმელი. დღეს ჩვენი არხის წინააღმდეგ გაჩაღებული სოციალური ომი და განსაკუთრებული აჟიტირება ჩემი ე.წ. კოლეგებისგან და სატელეფონო კომენტარებზე პირად ნომრებზე დარეკვა, სულ მცირე უხერხულია, ყველაზე დიდი კი – სახის დაკარგვა.
მე დღესაც ეთერში ვმუშაობ, ისევე როგორც სხვა მთავარარხელები, ხვალაც ვაპირებ მუშაობას და მანამდე ვიქნები ეკრანზე, ვიდრე ,,მთავარი არხის” ლოგო თქვენს ტელევიზორებში იქნება. მე რიგითი რეპორტიორი ვარ, ჩემ უკან ბევრი მთავარარხელია და ვიდრე ამ ქვეყანაში ღია იქნება თავისუფლების თუნდაც ერთი ფანჯარა, როგორიც დღეს ,,მთავარი არხია”, კიდევ ბევრჯერ მოგესალმებით და გეტყვით, რომ მე დეა მამისეიშვილი ვარ, ეს არის ,,მთავარი არხი” და გიყვებით მთავარ ამბებს!”