დადიანების სასახლის მეჯლისს ყველა ვერ დაესწრება – ,,ადრეც ასე იყო, გლეხები გარეთ რჩებოდნენ მშივრები”

დადიანების სასახლის მეჯლისს ყველა ვერ დაესწრება - ,,ადრეც ასე იყო, გლეხები გარეთ რჩებოდნენ მშივრები"ერთი შეხედვით სასიხარულო და საახალწლო განცხადებამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. საქმე ეხება დადიანების სასახლის მუზეუმის განცხადებას მეჯლისის შესახებ, სადაც წერია:

,,ჩვენი გვერდის ერთგული მკითხველებისგან შემოგვდის შეკითხვები დადიანების სასახლეში დაგეგმილ მეჯლისზე დასწრების შესახებ. ძვირფასო მეგობრებო, ეს მეჯლისი მთელი საქართველოსთვისაა, ეს არის სატელევიზიო დადგმა, რომელშიც მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები და მსახიობები მონაწილეობენ! ამ ულამაზეს სანახაობას შობის ღამეს ტელეკომპანია ,,იმედის”  ეთერში იხილავთ! დარწმუნებული ვართ, აღდგენილი ტრადიცია მომავალში ყოველწლიურ ზეიმად იქცევა”.

სოციალურ ქსელში წერენ: ,,არ მიმაჩნია მართებულად საზეიმო მეჯლისზე მიწვევისას საზოგადოების დაყოფა ფენებად, ფინანსური თუ სხვა მაჩვენებლით. ეს კიდევ უფრო აღრმავებს უფსკრულს საზოგადოებასა და ,,ელიტას” შორის.
ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად შემოგიბრუნდებათ!”, ,,წარმომიდგენია მთავრობის ხალხი სმოკინგებში, ეტლებით, გრძელი კაბებით. ყოველთვის დიდი წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და გლეხები გარეთ მშივრები იყვნენ. ზუსტათ ეგ დროა ახლა”, ,,ზუგდიდელების ფულით დაფინანსებული ღონისძიება რატომაა დახურული ზუგდიდელებისთვის?”, ,,ხალხის ფულით დაფინანსებული ღონისძიება, ზუგდიდელების მიერ, მხოლოდ ,,იმედზე” რატომ უნდა გადიოდეს? თუმცა გასაგებია რატომაც, კალანდიას უნდა ასე”, ,,თუ მთელი საქართველოსთვისაა ეს ღონისძიება, მაშინ მარტო ,,იმედიდან” რატომ უნდა ვიხილოთ?..”.

მუზეუმის განცხადებას ,,მთავარის” გენერალური დირექტორიც გამოეხმაურა: ,,და რატომ ვიხილავთ ,,იმედის” ეთერში სახელმწიფო დაწესებულებაში, სახელმწიფო ფულით გადაღებულ ღონისძიებას? ვინ გადაწყვიტა, სახელმწიფომ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება? დადიანების სასახლე ,,იმედის”  სატელევიზიო სტუდიად რატომ გადაკეთდა? თვითონ მუზეუმის ადმინისტრაციას არ რცხვენია?”.