ნინო ყიფიანი იტალიური საშობაო ნუგბარის, პანფორტეს რეცეპტს გვიზიარებს და წერს: ,,ჩემთვის საახალწლოდ გოზინაყიც კი ჩაანაცვლა”.
ინგრედიენტები:
500-600 გრ თხილეულ-ჩირეული ერთად (თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა, ჩირი – ლეღვის, შავი ქლიავის, გარგრის, ცუკატები, შავი და თეთრი ქიშმიში)
1 ფორთოხლის ცედრა
1 ჩ.კ დარიჩინი,
1 ჩ.კ მუსკატი,
მიხაკის ყვავილის ფურცლები
თეთრი პილპილი (მე არ გამომიყენებია)
ფქვილი 3 ს.კ
თაფლი 4 ს.კოვზი
შაქარი 2-3 ს.კოვზი
მომზადება:
ჩირეულს წინასწარ ცხელი წყალი დავასხათ 5 წთ, გადავწუროთ და შევაშროთ.
ყველა ჩირი, თხილეული, სუნელები ერთად მოვათავსოთ თასში, დავუმატოთ ფქვილი და ამოვურიოთ.
გავადნოთ თაფლი და შაქარი, შაქარი რომ სულ გადნება, მოვასხათ მშრალ მასას და ხის კოვზით ამოვურიოთ. 24 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, განსაკუთრებით გვერდებზე და ჩავდოთ მიღებული მასა, სველი ხელით ჩავპრესოთ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წთ, გაგრილებულს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
