,,ჩებურაშკას” შემქმნელი შვილს აშიმშილებდა და სცემდა

,,ჩებურაშკას" შემქმნელი შვილს აშიმშილებდა და სცემდაშოკში ჩავარდნენ ადამიანები, როცა გამჟღავნდა, რომ ჩებურაშკას, ნიანგი გენას, „პროსტოკვაშინოს“ გმირების შექმქნელი, ედუარდ უსპენსკი იმ სექტის წევრი იყო, რომელიც ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობით გამოირჩეოდა. ის 70-მდე საბავშვო ნაწარმოების ავტორია. ჩებურაშკა, რომელიც იაპონიაში საკულტო სათამაშო გახდა, უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა უსპენსკის, ასევე სხვა ნამუშევრებმაც.

მწერლის ერთადერთმა ღვიძლმა შვილმა, ტატიანამ ღია წერილი გამოაქვეყნა და მამა ცემასა და ძალადობაში ამხილა. ასევე მოითხოვა, რომ საბავშვო ავტორებისთვის დაარსებულ პრემიას მამამისის სახელი არ დარქმეოდა.

,,ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური ძალადობა ჩემ მიმართ განუწყვეტლივ მეორდებოდა. ის ძალადობდა დედაჩემზე, მის შვილიშვილებზე, სხვა ცოლებზე“, – წერდა ტატიანა.

მისი თქმით, უსპენსკი სექტა სტოლბუნის წევრი იყო და გამართლებულად მიაჩნდა ის სასტიკი მეთოდები, რასაც სექტის წევრები ბავშვების მიმართ იჩენდნენ. ტატიანა ყვება, რომ ყოველდღე სექტის წევრების შვილებს შორის ირჩევდნენ ბავშვს, რომელსაც დანარჩენები დამამცირებლად ექცეოდნენ. სექტის ხელმძღვანელი პირადად მონაწილებდა ბავშვების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში და მუშტებით სცემდა ბავშვებს. მათ მძიმე ფიზიკურ შრომასაც აკისრებდნენ. ტატიანას მამა ყინვაში გარეთ შიშველს აგდებდა და აშიმშილებდა.

უსპენსკი ბავშვებს ვერ იტანდა. „ჩემი ვალია, კარგი საბავშვო მოთხრობები ვწერო. საბავშვო მწერალს ბავშვების სიყვარული არ ევალება. ანდერსენიც ვერ იტანდა ბავშვებს”, – ამბობდა ის.

ვერ იტანდა, როცა ჩებურაშკაზე ეკითხებოდნენ.ერთ შეხვედრაზე 5 წლის გოგონამ ჰკითხა, ჩებურაშკა როგორ მოიგონეთო. პასუხის მაგივრად ჩაილაპარაკა: ,,შეიძლება ამ ბავშვს პანღური ამოვარტყა?“.
უსპენსკი, რომელიც უმდიდრესი ადამიანი გახდა, მანეთსაც არ იმეტებდა ოჯახის წევრებისთვის.

მშობლები.ჯი