ბიძინა ივანიშვილის მზარეული: ,,ძალიან გურმანები არიან, მათთვის დიეტური კერძები შევქმენი”

ბიძინა ივანიშვილის მზარეული: ,,ძალიან გურმანები არიან, მათთვის დიეტური კერძები შევქმენი",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

იტალიელი შეფმზარეული, ენცო ნერი კულინარიით 29 წლის ასაკში  დაინტერესდა და მას შემდეგ კერძების კონცეფციას ქმნის და სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული შეფმზარეულია, რომელსაც მილიარდერები ოჯახური მენიუს შედგენას ანდობენ. ენცომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვისაც შეიმუშავა რეცეპტები. ამის შესახებ მან ,,სარკესთან” ისაუბრა:

-მქონდა შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის დიეტური კერძები შემემუშავებინა და პირადი შეფმზარეულები  მომემზადებინა.

– როგორ დაგიკავშირდათ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი?

– ოჯახი ცდილობდა, ეპოვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო, პერსონალური ტრენინგები ჩაეტარებინა პირად მზარეულებთან და მათთვის წარედგინა განსხვავებული კერძები. საჭირო დოკუმენტაცია გავაგზავნე და ტენდერი მოვიგე.

– რა პროდუქტები ჩართეთ რაციონში და რა ამოიღეთ, რა იყო მათი მთავარი მოთხოვნა?

-21 ახალი რეცეპტი შევიმუშავე. ძირითადად ეს იყო ზღვის პროდუქტების კერძები და ვეგეტარიანული ვარიანტები, ასევე – მზარეულებს ტრენინგებს ვუტარებდი. ეს ძალიან კარგი და მხიარული დრო იყო. ჩემგან არ ითხოვდნენ, დიეტური საჭმელებიდან რამე ამომეღო ან დამემატებინა.უნდოდათ,  საჭმელებისთვის შემემატებინა უცხოური კულინარიის გემო და ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტების.

-გურმანები არიან ივანიშვილები?

-ძალიან გურმანები არიან და იციან, რა უნდათ. მათთან ურთიერთობით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ზღვის პროდუქტების ვარიანტები ყველაზე მეტად დაფასდა.

–ყველას გემოვნება გაითვალისწინეთ?ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევს ჯანმრთელ პროდუქტებს.მას რა კერძი მოსწონს განსაკუთრებით?

-ნამდვილად არ მოვითხოვდი ოჯახის თითოეული წევრის მენიუს გარკვეული დეტალების ცოდნას, მაგრამ ინგრედიენტების ხარისხი იყო არაჩვეულებრივი და ყველაფერი იყო ორგანული,პრინციპით – ფერმიდან პირდაპირ მაგიდაზე.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”