,,მთავარის” ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია ფეისბუქით სახალისო ამბავს ყვება:,,პოლიციის განყოფილებიდან დამირეკეს, ერთი არაბია მოსული, სახლი გაუქურდეს და თქვენი დახმარება გვჭირდება, როგორც არაბულის მცოდნისო. კი გამიკვირდა, მე რომ დამირეკეს.
ნახევარ საათში მივედი განყოფილებაში. ვიღაც პოლიციელები მეუბნებიან, ვერ შეგიშვებთო. ვურეკავ გამომძიებელს, რომელიც მალევე გამოდის და მეუბნება:
– ჟურნალისტების შესვლა არ შეიძლება, ტყუილად წვალობთ და ჩვენც ნუ გვაწვალებთ.
– კი მაგრამ…
– არ გინდა რა ახლა…
– ანუ თქვენ…
– მიმართეთ პრესცენტრს…
– კი მაგრამ თქვენ დამირეკეთ, რომ არაბულის თარჯიმანი გჭირდებოდათ, – ვპასუხობ და დარეკილს ვაჩვენებ. ამ დროს ვიღაც ქალს გადასძახა შიგნით:
– მაიკო, ვისთან დამარეკინე ბო**სშვილივიყო?
ვდგავარ და ველოდები, რას გადაწყვეტენ”.

