,,ატირებულმა დედამ მოიტანა სახლში, აჩიკო მოგვიკლესო” – სისხლიანი 22 დეკემბრიდან 30 წელი გავიდა

,,ატირებულმა დედამ მოიტანა სახლში, აჩიკო მოგვიკლესო" - სისხლიანი 22 დეკემბრიდან 30 წელი გავიდა22 დეკემბერი – სახელმწიფო გადატრიალების პირველი სისხლიანი დღეა. ზუსტად 30 წლის წინ რუსთაველზე პირველი ტყვია გავარდა. ამ დღეს პირველი მსხვერპლიც მოჰყვა – არჩილ რამიშვილი.

რუსა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

,,1991 წლის 22 დეკემბერი. საშინელი დღე საქართველოს ისტორიაში. რუსეთიდან მართულმა და დაფინანსებულმა ხუნტამ გაბედა და ტვიაც გავარდა რუსთაველზე. ეს ფოტო, პირველი გარდაცვლილის, აჩიკოს ფოტოა, რომელიც 22-ში მოკლეს.
ატირებულმა დედამ მოიტანა სახლში, აჩიკო მოგვიკლესო და წიგნების თაროზე დადო გამოსაჩენ ადგილას. საშინელი ტკივილიანი დღე იყო. უბედური დღე, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით. მხოლოდ შენი იმედი მაქვს, ღმერთო.
ამ ბიჭების სისხლმა ტყუილად არ უნდა ჩაიაროს. ნათელი მათ სულებს”.