აშშ-მ ღარიბაშვილს შეიძლება პერსონალური სანქციები დაუწესოს

აშშ-მ ღარიბაშვილს შეიძლება პერსონალური სანქციები დაუწესოსcnews.ge-ის ინფორმაციით, კომპანიები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების  ეროვნული და საგარეო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტმა შავ სიაში შეიყვანა, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვას ეკუთვნის.ამის შესახებ cnews.ge-ს სახელისუფლო წყარომ აცნობა.

სანქცირებულთა შორისაა საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია.

Gensis Engineering, ROV  Solutions, SaAEROS Safety ERO Company. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ეს სამი კომპანია არღვევს საექსპორტო კონტროლს და წინააღმდეგობაშია აშშ საგარეო ინტერესებთან. მათი საშუალებით ირანის თავდაცვის ძალებს ამერიკული წარმოების ტექნიკა არალეგალური გზით მიეწოდებოდა.

კომპანიების დამფუძნებელი ლევან და ირაკლი კოტიაშვილები ღარიბაშვილის პატრონაჟით მოქმედებდნენ.

ამის შემდეგ არაა გამორიცხული, პერსონალური სანქციები პრემიერმინისტრსაც დაადონ.

cnews.ge