ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ,,ოცნებას” და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ულტიმატუმს უყენებს.
-რაც შეეხება შერიგებას, ამათსავით მონა არ ვარ და ,,ოცნებასაც” ვეუბნები, რომ ცხენი შეიკაზმეთ, თუ თქვენ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებთ. პრეზიდენტს ვეუბნები, თუ ერთი ხეილი მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას ხელს მოაწერს, მეორე ხელით თავის გადადგომაზე მოაწეროს ხელი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის ნომერ პირველი ჯალათი, უჯიგრო და არაადამიანი, რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის ლაჩრობა, გიჟია… კოკაინზე ზის მთელი ცხოვრება. რამეს რომ ჩავიდენ, არ უნდა მოვინანიო? კაცს ერთი ბოდიში არ უთქვამს, – განაცხადა რობაქიძემ ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.

