,,ამ საქმემ დამანგრია! ვერ მოვისვენებ, სანამ სამართალი არ აღსრულდება” – ანა ნაცვლიშვილი

,,ამ საქმემ დამანგრია! ვერ მოვისვენებ, სანამ სამართალი არ აღსრულდება" - ანა ნაცვლიშვილი,,ლელოს” წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ლუკა სირაძის შესახებ წერს:
,,ორი წლის წინ ეს ბიჭი დავკარგეთ. სისტემამ შეიწირა! ამ სისტემას სახელი და გვარი ჯერ არ აქვს – სამართალი არ აღსრულებულა. ბევრ მძიმე საქმეს გაუვლია ჩემს ხელში, მაგრამ ამ საქმემ დამანგრია. ვერ მოვისვენებ, სანამ სამართალი არ აღსრულდება! ჩოლოიანის გამოშვებამ ვადაზე ადრე ყველა შეგვძრა, მაგრამ ერთი დღე ვიშვიში და მერე დავივიწყეთ თითქოს…
იმპულსურობა ვერ შეცვლის ამ საშინელ სისტემას! სისტემურობა გვჭირდება.
ბევრი თვეა ვიკვლევ უდოს მექანიზმს, ერთერთი ყველაზე ბუნდოვანი და გაურკვეველი ,,შავი ხვრელია” სისტემაში – ვისაც უნდა, შეახებენ, ვისაც უნდათ – არა.
დიდი ხანი მარტო იმაში დამჭირდა, ოფიციალურად გამეგო, კომისიის წევრები ვინ არიან. დღეს იუსტიციის მინისტრსაც დავუსვი ამაზე კითხვა და პასუხს ველი. ახლო მომავალში მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას დეტალურად ამ თემაზე და ჩემს ხედვას – სისტემური ცვლილების”.