ჟურნალისტი ნატალია მახვილაძეს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ,,რუსთვი 2″-ში მუშაობდა და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო, თავისი კოლეგები უპირისპირდებიან. ნატალია მახვილაძე ამჟამად იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
,,ნატალია მახვილაძე – როგორ გაბედე და ტვ ,,პირველი” ბრიფინგზე მხოლოდ დამთავრების შემდეგ შეუშვი?! ამ ცხოვრების დედა, იცი, რატომ ვატირე მე? შენ – მიშას ცნობილი ,,გამპრავებელი” რომ იცავ დღეს ,,ოცნებას” ,,პირველისგან”. შენ – ცხრა წელი მიშას ქება-დიდების დიდოსტატი რომ ,,ოცნების” მეხამრიდი გახდი… ის ხალხი იცავს დღეს თავისუფალი ჟურნალისტებისგან ხელისუფლებას და ის ხალხი უდგას მოწინააღმდეგე მხარეს სააკაშვილს, ვინც, როცა ჩვენ ვაკრიტიკებდით, მის მზეს იფიცებდა.მომბეზრდა ეს სვეტსკაობა და პირში წყალი! ამოხვედით ყელში!” – წერს ინგა გრიგოლია, რომელიც იქვე ამბობს, რომ მახვილაძე მისი მიყვანილია ტელევიზიაში.
,,ნატალია მახვილაძე – გაიცანით, ეს არის ადამიანი, რომელსაც ომი აქვს გაჩაღებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ! სამწუხაროა, რომ ამის დაწერა მიწევს შენზე, მაგრამ შენ ხარ ,,ზონდერი”. იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის შესახებ შეტყობინება ტვ ,,პირველში” შემოვიდა 13:00. ამ დროს მთელი სამთავრობო მედია უკვე იუსტიციის სამინისტროში იყო. მანამდე იუსტიციის სამინისტროს პრესმდივანს დავურეკეთ, არ გვიპასუხა. რამდენიმე წუთში მოგვწერა, რომ გვაცნობებოდა, როდესაც დაიგეგმებოდა ბრიფიგი. მოიტყუა!! ბრიფინგი დაგეგმილიც იყო და მედიაც უკვე იქ იყო!
რად გიღირს ამ ყველფერის კეთება? სამსახურიდან რომ გამოხვალ, სახლში რომ მიხვალ, მაშინ მაინც დაფიქრდი, რომ იმ ადამიანებს ეომები, ვისთან ერთადაც იმ დიდ ნიუსრუმში იდექი, ივანიშვილის რეჟიმის სისასტიკეზე გაცხარებული ღაღადებდი! როგორ არ გრცხვენია, ასეთად რომ იქეცი!”, – წერს ნოდარ მელაძე.
,,სულ მანდ იქნები? და ადამიანური ურთიერთობები არ უნდა დაგრჩეს არავისთან? სისტემის ნაწილი ხარ შენც! ნუ, სადაც ასაკის დამალვისთვის დოკუმენტი გააყალბა, არ მიკვირს”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
,,სამარცხვინო მონა, სადმე ქუჩაში არ გადამეყარო”, – წერს ეკა კვესიტაძე.

