ვინ არის წალენჯიხის მერის მეუღლე – ,,ოჯახს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი კაცის ცხოვრებაში”

ვინ არის წალენჯიხის მერის მეუღლე - ,,ოჯახს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი კაცის ცხოვრებაში"დღეს საზოგადოების დიდი ყურადღება წალენჯიხისკენ არის მიმართული. ახალარჩეულ მერს, გიორგი ხარჩილავას გამარჯვებას უამრავი ადამიანი ულოცავს. თუ როგორია მისი ცხოვრება პოლიტიკის მიღმა, ამის შესახებ ის ,,გზასთან” საუბრობს:

-მყავს მეუღლე, ირმა სორდია და სამი შვილი: უფროსი, მაგდა საერთაშორისო ურთიერთობების სტიპენდიატია. მყავს მეორე გოგონა მარიამი და უმცროსი ბიჭი, გიორგი, რომელიც 15 წლისაა. ძალიან მინდა, სპორტს გაჰყვეს, კარგი მონაცემები აქვს. ახლა ცოტა ხნით ჩამოშორდა სპორტს და ვისურვებდი, ისევ დაუბრუნდეს აქტიურ ვარჯიშს. ეს ძალიან გამახარებს.

დედაჩემი პედაგოგია, კერძო სკოლის დამფუძნებელია წალენჯიხაში, ასაკის მიუხედავად, ისევ წიგნებს კითხულობს და სულ რეფორმებზე ლაპარაკობს. სულ სწავლაშია. დედა აქტიურობდა არჩევნების დროს, ოღონდ მოზომილად იყო ჩართული ამ პროცესში. ოჯახს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი კაცის ცხოვრებაში. ამაყი ვარ ჩემი ოჯახით.

გზა