ვალერი გელაშვილი ხაშურში კინოთეატრს ხსნის

ვალერი გელაშვილი ხაშურში კინოთეატრს ხსნისბიზნესმენი ვალერი გელაშვილი Cavea cinemas-სთან თანამშრომლობით, ხაშურში კინოთეატრს ახალი წლისთვის გახსნის. ამ ეტაპისთვის ორი დარბაზის მშენებლობა დასრულებულია და ახლა კინოთეატრის საჭირო ინვენტარით მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც ვალერი გელაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, $2 მილიონის მოცულობის ინვესტიცია ბიზნესმენმა პირადი ფინანსებით განახორციელა, კინოთეატრის მართვას კი Cavea გაუძღვება.
„დარბაზები უკვე მზად არის და კინოთეატრი საჭირო ინვენტარის ჩამოსვლისთანავე, რომელიც ,,კავეას” შემოაქვს, გაიხსნება; დიდი სურვილი გვაქვს, ეს ახალი წლისთვის მოხდეს. ინვესტიცია პირადი ფინანსებით გნვახორციელე, Cavea-ს პასუხისმგებლობა კი კინოთეატრის მართვა იქნება“, – განმარტავს გელაშვილი.
ინფორმაციისთვის: ბიზნესმენის კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ სურამში $5 მილიონის ინვესტიციით მრავალფუნქციურ კომპლექსაც აშენებს.

Bm.ge