ციხეში განგაშია, ექიმები გამოიძახეს – ,,შეიძლება მესამე პრეზიდენტი დავკარგოთ”

ციხეში განგაშია, ექიმები გამოიძახეს - ,,შეიძლება მესამე პრეზიდენტი დავკარგოთ",,პირველის” ინფორმაციით, ციხეში განგაშია. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის. ციხის ადმინისტრაციამ ,,ვივამედის” ექიმები გამოიძახა. მისი მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებზე უარი თქვა. მას ძლიერი თავის ტკივილები აქვს.

ციხესთან მისი გულშემატკივრები არიან შეკრებილები. მიხეილ სააკაშილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეა შესული. ისინი მის გამოსვლას ელოდებიან.

-შეიძლება მესამე პრეზიდენტი დავკარგოთ. შეიძლება მის ჯანმრთელობას ისეთი ზიანი მიადგეს, რომ ვეღარ ადგეს. ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი წაიქცევა, ის უნდა გადაიყვანონ კვალიფიციურ კლინიკაში, – ამბობს გიორგი ჩალაძე.

ამ წუთებში ციხესთან მოშიმშილე ქალბატონიც ცუდად გახდა. მას დახმარებას სასწრაფოს მანქანაში უწევენ.

,,პირველი”