ყოფილი მოდელი თიკო ნატროშვილი, რომელიც ქმართან და სამ შვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ციხის სამედიცინო ოთხში გადაღებული კადრების გამოქვეყნებაზე წერს:
,,ეს საკვები თუ ვინმემ არ დამაძალა ან დამავალდებულა, ვერაფრით შევჭამ, მით უმეტეს, ნაშიმშილარზე. 3 შვილის დედა ვარ და ყველანაირი სახეობის ბავშვთა საკვები ვიცი, ვიზუალურად როგორია. გასინჯვა არც მიცდია! მაგრამ მანდ სხვა, უფრო დიდი პრობლემაა. გერმანიაში ჩემი შვილის შესახებ ექიმებმა (ერთმანეთში) ინფორმაცია რომ გაცვალონ, ჩემი ოფიციალური ნებართვაა საჭირო და ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ექიმის კაბინეტში მყოფი პაციენტის კადრები ვრცელდება საჯაროდ! ახლა წარმოვიდგინე ან აქ, გერმანიაში, ან რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომ მოხდეს მსგავსი… ბოსტანია, ქვეყანა კი არა”.

