ექიმი და ბიზნესმენი, თამაზ მჭედლიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:,,მართლმადიდებლებო, საქართველოს სიყვარულით აღჭურვილო თანამემამულენო, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ აბსოლუტურად აპოლიტიკურ, განათლებით ექიმ ადამიანს, რა ხდება? დღემდე რატომ არ გადაჰყავთ თვეზე მეტი მოშიმშილე, მომაკვდავი ადამიანი, სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში მისი სიცოცხლის გადასარჩენად, სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციის მიხედვით?!
დილიდან მაქვს დასმული კითხვა, ვერავინ მიპასუხა, რატომ! ვინც მიპასუხეთ, რომ დამნაშავეა და იმიტომ უნდა მოკვდეს, არ მოკვდება ან თუ მოკვდება, მისი ბრალია, არ მიიღება. არ მიიღება იმიტომ, რომ არ მჯერა ჩვენი არაადამიანობისა, არ ვართ ჩვენ ველური ერი!”.

