,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავის, ალეკ ბოლდუინის ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. მან გადასარებ მოედანზე შემთხვევით ოპერატორი მოკლა. ბევრმა არ იცის, რომ ასეთივე ტრაგედიას გადაურჩნენ მსახიობები, იაკობ ტრიპოლსკი და სერგო ზაქარიაძე.
იაკობ ტრიპოლსკის ვაჟი, რეჟისორი ირაკლი ტრიპოლსკი ,,სარკის” მიმდინარე ნომერში ყვება:
,,ერთ-ერთ სპექტაკლში მამა და სერგო ზაქარიაძე ერთად თამაშობდნენ. მეორე მოქმედებაში ასეთი სცენა იყო – სერგოს მამაჩემისთვის თოფი უნდა ესროლა, მამაჩემის პერსონაჟი კვდებოდა.
კულისებში ბუტაფორიული თოფი იდო. სერგო თოფს მამას „ესროდა“, ამ დროს კი კულისებში რაღაცას დაარტყამდნენ, რომ გასროლის ხმის ილუზია შექმნილიყო… რეპრესიების ახალი ტალღა იწყებოდა. თეატრიდან სერგოს გაშვება უნდოდათ და მიზეზს ეძებდნენ. სპექტაკლის წინ ვიღაცამ კულისებში ბუტაფორიული თოფი ნამდვილით შეცვალა. სერგომ აიღო და მამას ესროლა. ტყვია „პროჟექტორს“ მოხვდა და ჩამოვარდა. ზაქარიაძის მტრებს უნდოდათ, სერგოს სცენაზე იაშა მოეკლა”.
ბატონი ირაკლი სტატიაში მამის შემოქმდებასა და ცხოვრებაზე საუბრობს, თუ როგორ პატრონობდა მამის მკვლელის შვილს და ა.შ. სტატია სრულად იხილეთ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში.

