ჟურნალისტმა რომან ქევხიშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″ დატოვა. ამის შესახებ მან თავად დაწერა:
,,არ გამოვიდა უკომენტაროდ წასვლა – აფეთქდა ტელეფონი, ვაცაპი, მესინჯერი… საზმაუსგან განსხვავებით, სამსახურიდან არ გავუგდივარ, ჩემი გადაწყვეტილებით დავტოვე რუსთავი2. ვთვლი რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ. რაც შეეხება კითხვას, სად წავედი – ჯერ სახლში და მერე ვნახოთ…”.

