პატარა ქვეყნებს შორის კოვიდით ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში დაიღუპა

პატარა ქვეყნებს შორის კოვიდით ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში დაიღუპაპანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით. სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე კვლავ შეერთებული შტატებია (767 436), შემდეგ ბრაზილია (607 954), ინდოეთი (458 470), მექსიკა (288 464) და რუსეთი (240 871).

საქართველო ამ სიაში 223 -დან 56-ე ადგილზეა, თუმცა სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოსახლეობაც საქართველოს მსგავსად, რამდენიმე მილიონია, საქართველო პირველ ადგილზეა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ბოლო 24 საათის განმავლობაში 49 ადამიანი გარდაიცვალა.

ბათუმელები