ოთარ ტატიშვილი: ,,გაოგნებული ვარ… კოვიდმა შეიწირა”

ოთარ ტატიშვილი: ,,გაოგნებული ვარ... კოვიდმა შეიწირა"კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მუსიკოსზე, ცნობილ პედადაგოგზე, მაია მშვილდაძეზე.

,,გაოგნებიული ვარ და უკიდურესად დამწუხრებული. ჩვენმა უსაყვარლესმა, უმშვენიერესმა, სიკეთით და უანგარო ერთგულებით სავსე მეგობარმა, მაიკომ (მაია მშვილდაძემ) დაგვტოვა, კოვიდმა შეიწირა. ვუთანაგრძნობ მის შესანიშნავ ოჯახს,მეგობრებს, მის გაზრდილ უამრავ ახალგაზრდა მუსიკოსს და მთელ მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდ დანაკლისს. ნათელში იყოს მისი კეთილი სული. როგორ მიმძიმს ამის თქმა”.