თელავის თეატრის მსახიობი ზურა ლომიძე ლოგინს არის მიჯაჭვული. მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.ხათუნა ხუნდაძე წერს:
,,მეგობრებო, ნამდვილად მძიმე მდგომარეობაა აქვს ერთ კარგ მსახიობს, ზურაბ ლომიძეს. მეუღლე და თვითონ ორივე კლინიკაში მოხვდნენ კოვიდით, 63 წლის მეუღლე გარდაიცვალა, თვითონ 4 თვის თავზე გამოვიდა კომიდან და აღმოჩნდა მარტო, შვილები არ ჰყავთ და თელავში მარტო ვერ იცხოვრებს.
ახლა ცოლის და და ძმისშვილი ეხმარებიან. თვეში რამდენიმე ათასი სჭირდება რეაბილიტაციისთვის და ვინც მიცნობთ, იცით, ტყუილს არ დავწერ, მართლა ძალიან სჭირდება ზურაბ ლომიძეს ჩვენი მხარდაჭერა.
ქალაქი თელავი და თელავის თეატრი დაეხმარა და სუნთქვის აპარატი შეუძინა. ახლა ჩვენც თუ შევეხიდებით და წამოვაყენებთ, დიდ მადლს ჩავიდენთ.
სულ მცირეც ძალიან ბევრია დღეს მისთვის”.
GE43TB7096845061100119
მურთაზ ლომიძე (ძმა).

