,,ემპათიის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ასე ეხმაურება:
,,ჩვენ მომსწრე ვართ როგორც კონსტიტუციის, ასევე ყველა კანონის დარღვევის. ადამიანს არ ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში, სრულიად გაუგონარია, პენიტენციური სამსახური წყვეტს: შეუძლია თუ არა მიიღოს მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში, ასევე წყვეტს, თუ რომელ ექიმს მიმართოს, ანუ ადამიანს არ ჰქონია უფლება, თვითონ განკარგოს თავისი ბედი. ამგვარ რამეს, მგონი, კომუნისტებიც არ აკეთებდნენ და რუსეთშიც არ ხდება”.

