მანანა მანჯგალაძე: ,,მიშას საძინებელი გვანახეთ, საწოლი, სადაც სძინავსო”

მანანა მანჯგალაძე: ,,მიშას საძინებელი გვანახეთ, საწოლი, სადაც სძინავსო''მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,გვაჩვენეთ, რას ჭამს სააკაშვილი,” – ამაზე გამახსენდა. 2013-ში, როცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიშამ თქვა: ექსკურსიებზე კი დადიოდა ხალხი, ვისაც აინტერესებდა, ნახვა უნდოდა, ბავშვები მოჰყავდა სკოლებიდან მოდიოდნენ, რეგიონებიდან, ტურისტებს აინტერესებდათ, მაგრამ მაინც ბევრს წარმოდგენა არ ჰქონდა და გავხსნათ ერთი დღით კარი, ვისაც უნდა მოვიდეს და ნახოს, აქ განსაკუთრებული რომ არაფერიო.

სინამდვილეში ერთის ნაცვლად სამი დღე გაგრძელდა ეს ამბავი, ისეთი ინტერესი მოჰყვა. ჰოდა, ორი რამ იყო, რაც მაშინ ხალხს ყველაზე მეტად ხიბლავდა –  პრეზიდენტის სკამზე დამჯდარიყო და ისე გადაეღოთ სურათი და მეორე – საძინებელი გვანახეთ, საწოლი, სადაც მიშას სძინავსო. არადა კაბინეტი- ბიბლიოთეკა იყო ძალიან საინტერესო, თან ისტორიული. გუმბათი – საოცარი ხედით, მუზეუმი განსაკუთრებული და უჩვეულო საჩუქრებით, მაგრამ არა, საწოლი და სკამი იყო და არის მთავარი. ახლა ,,რას ჭამს” დაემატა”.