ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ციხის კადრებს ავრცელებს – რა ჩანს ვიდეოში

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ციხის კადრებს ავრცელებს - რა ჩანს ვიდეოშისოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ პირში კოვზით რაღაცას იდებს, მაგრამ ეს საკვებია თუ მინერალების პიურე, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს თავის განცხადებაში, ეს არსად ჩანს.
ამ კადრებს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია.
,,იუსტიციის საინისტრო ავრცელებს ვიდეოს, როგორ ,,ჭამს” სააკაშვილი. ოღონდ რატომღაც საჭმელს არ აჩვებებენ, მხოლოდ კოვზის მოძრაობას. ველოდი ამ ვიდეოს დადებას და დიდი ხანია, მზად მაქვს პასუხი. პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ, რაა ეგ ,,საჭმელი” სინამდვილეში. ,,შევჭამ” და გემოზეც მოგახსენებთ, როგორია”, – დაწერა ნიკა გვარამიამ.