კახა წიქარიშვილი თავის სტუდენტებს: ,,ინტიმურ ფოტოებს დებენ… გული მწყდება…”

კახა წიქარიშვილი თავის სტუდენტებს: ,,ინტიმურ ფოტოებს დებენ... გული მწყდება..."სამართლის ლექტორმა, კახა წიქარიშვილმა თავის სტუდენტებზე დაწერა:

,,ჩემი უნიჭიერესი სტუდენტები მეტისმეტად ინტიმურ ფოტოებს დებენ ფეისბუკზე და არ მინდა, მივწერო. გული მწყდება უბრალოდ, მინდა, გონებით დაფასდნენ და არა სხეულით”.

ამ პოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში, რასაც კახა წიქარიშვილის მომდევნო პოსტი მოჰყვა:

,,1700 პოსტი დავწერე თემიდას მორალზე და ყველას ფეხებზე კიდია. 1 პოსტი დავწერე სტუდენტის მორალზე და მთელი საქართველო დამესია.
თუ საჭიროდ ჩავთვლი, ჩემს საყვარელ სტუდენტს ლექციის გარეთ რჩევასაც მივცემ და სახარებასაც წავუკითხავ. ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთ, ზრდილობიანად დამიკომენტარეთ, თუ არა და, ნუ ილანძღებით და დაახვიეთ ჩემი ფეისბუკგვერდიდან”.