ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე წერს:
,,ვაიმე, ძალიან საყვარელი კაცია ნიკოლოზ ყიფშიძე. რომ არ იღლება… დგას ციხესთან და მოთმინებით ელის, როდის შეუშვებენ პაციენტთან, ხანდახან არ უშვებენ, მაგრამ მაინც დგას და ელის. მერე გამოდის, დგას და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. მერე ჩვენ გვერთვება ეთერებში და ჩვენს ათას შტერულ კითხვასაც მოთმინებით პასუხობს. რას უძლებს!”

