იხურება თუ არა სკოლები – ,,ძალიან საგანგაშო ციფრებია”

იხურება თუ არა სკოლები - ,,ძალიან საგანგაშო ციფრებია"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ციფრები საგანგაშოა:

-ძალიან საგანგაშო ციფრებია. ეპიდსიტუაცია მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება.
რადგან ქვეყანაში ძალიანაა მომატებული მობილობა, ამიტომ მაინცდამაინც დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით.

სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა, სტაბილურად, რამდენიმე დღეა ისევ 40-ს გადასცდა მაშინ, როცა 30-ზე ქვემოთ ვიყავით ჩამოსული. მით უმეტეს, ასე რადიკალურად მცირდება აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი. პანდემიას ერთადერთი რამ შეაკავებს, მხოლოდ ინტენსიური აცრები. დღევანდელი მონაცემით, ორჯერადი აცრით, 18 წლის ზემოთ პირებში 33%-ზე ვართ. ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36,5%-ია აცრილი.
მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი და ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს. იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. თუ რაღაც ძლიერი წამახალისებელი ან სხვა შემზღუდველი ღონისძიებები არ იქნა შემოღებული, სამწუხაროდ, აცრები აღარ გაიზრდება…

თუ ჩვენ გვინდა, რომ ყოველდღიურად 40 და მეტი ადამიანი არ დაიღუპოს, ყველა უნდა ავიცრათ. სკოლები არ იხურება, შესაბამისი რეგულაციებით გრძელდება დასწრებული სწავლა, – აღნიშნა გამყრელიძემ.