,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
ონკოლოგ-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე პირველად ერთი წლის წინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში და მოსახლეობასთან კოვიდსა და სხვა უამრავ დაავადებაზე ვიდეოებით საუბარი დაიწყო. გიორგის პოპულარობაც, შეიძლება ითქვას, ცაში აიჭრა. ახლა მისი ოცნება საკუთარი კლინიკის გახსნაა. ამის შესახებ ის ,,სარკესთან” საუბრობს:
– პირველ რიგში რასაც სამედიცინო სისტემაში შევცვლიდი, რეზიდენტურაში სწავლებას გავხდიდი უფასოს. რეზიდენტი უკვე ექიმია და მან არ უნდა იხადოს ფული, მისი საქმიანობა ანაზღაურებადი უნდა იყოს.
-ფიქრობდით, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდით?
-მე რომ პოპულარობა მდომებოდა, სხვა გზას ავირჩევდი და არა – ექიმობას. რატომ უნდა აირჩიო ადამიანმა ექიმობა, თუ ნამდვილად არ გაქვს დიდი სურვილი, ხალხს დაეხმარო. ეს პროფესია დედის გამო ავირჩიე. მინდა, ჩემი გარდაცვლილი დედისთვის მიცემული პირობა შევასრულო.
– რა პირობა მიეცით სიცოცხლის ბოლოს?
– გავმხდარიყავი ექიმი და გამეხსნა კლინიკა, რომელიც პაციენტებს ყველა ეტაპზე დაეხმარებოდა. ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს პირობა შევასრულო. სხვა მიზანი არ მამოძრავებს, გარდა ამ ერთისა.
– რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, გამოჩნდა ის ერთადერთი?
– არა, ჩემი ცხოვრება დიდი ხანია არ იცვლება. წარმოიდგინეთ ჩემს ადგილას თქვენი თავი, დილის 5 საათიდან ღამის 2 საათამდე ვმუშაობ და სხვა რამისთვის დრო არ მრჩება. ზოგადად ინტროვერტი ვარ და ძალიან მიყვარს, როდესაც მარტო ვარ, ყურადღების მიღმა.
-ინტროვერტობა გიშლით პირად ურთიერთობებში ხელს?
-შეიძლება ასეც ითქვას. ზოგადად მირჩევნია, ჩემს საქმეზე ვიყო ორიენტირებული.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

