გიორგი ახალკაცი: ,,უარესებისთვის გაგვიძლია და ამასაც გავუძლებთ”

გიორგი ახალკაცი: ,,უარესებისთვის გაგვიძლია და ამასაც გავუძლებთ"ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი გორის მერიას მიმართავს:
,,10 დღის თავზე აპირებთ პასუხის გაცემას სკვერში მედიაცენტრის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით?
განსაკუთრებით თქვენი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლების დუმილი და გულგრილობა მაოცებს, რომელთა ნაწილი ერთხელ მაინც მდგარა წვიმასა თუ ქარში.
რა თქმა უნდა, უარესებისთვის გაგვიძლია და ამასაც გავუძლებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ ხალხზე მზრუნველი საჯარო უწყება და ხართ პოლიტიკური პარტიის უსახური ნაწილი!”.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალთან მობილიზებული ჟურნალისტები მერიისგან მედიაცენტრის განთავსების ნებართვას ითხოვენ.