გიგლა თუმანიშვილმა შიმშილობა დაიწყო – ,,ბოსტნეულიც გამიყიდია ბაზარში”

გიგლა თუმანიშვილმა შიმშილობა დაიწყო - ,,ბოსტნეულიც გამიყიდია ბაზარში"ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო.

,,ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ღირებულებებს საფრთხე შეიძლება დაემუქროს. მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, არ მქონია დალხენილი ბავშვობის წლები. იყო პერიოდი, როდესაც ჩემს ოჯახს უჭირდა და ბაზარშიც ვმდგარვარ სავაჭროდ და ბოსტნეულიც გამიყიდია. როცა ზაფხულში სხვები არდადაგების ბავშვურ სილაღეებზე წერდნენ, მე გასახსენებელი კარგი არაფერი მქონდა. ერთადერთი, რაც მაძლიერებდა ჩემი ღირებულებები იყო და არის!..

ყველა ხელისუფლების შეცდომებიც გვახსოვს და გამოუწსორებელი ქმედებებიც… არავის არაფერი უპატიებია და არც არასდროს ეპატიებათ, თავგასულობა და უსამართლობა ვისგანაც უნდა მოდიოდეს, დანდობა არ ექნება. აქ ვინმე კონკრეტული სახელებისთვის და გვარებისთვის კი არ იბრძვის, ან საკუთარი ძალაუფლებისთვის და სიძლიერისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვისაა ბრძოლა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის!..

ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისცენ ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, იმიტომ კი არა, რომ ის მიშა სააკაშვილია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მთავარსარდლები ნებისმიერ ქვეყანაში ასე არ უნდა იხოცებოდნენ! ჩვენ ამ მხარეს მდგომები ალბათ არაფრად ვუღივართ ამ ხელოსუფლებას, მაგრამ ახლა მარტო ერთი კაცი კი არა, საქართველოა გადასარჩენი!
გადაიყვანეთ მიშა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და გადადგით ნაბიჯი პოლარიცაზიის დასრულებისკენ, ნუ ვიზამთ ისე, რომ ისტორიამ აღარ გვაპატიოს”, – წერს გიგლა თუმანიშვილი