პოლიტიკოსი გია ბარამიძე მოშიმშილეებს შეურთდა. ფეისბუქში დაწერა:
,,ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს.
უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან მეც ასევე იგივე მოთხოვნით ვაცხადებ შიმშილობას. რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ. #თავისუფლებამიშას! თავისუფლება საქართველოს!”.

