,,ეს სამარცხვინო იმიტაციაა იმის, რასაც რეანიმაცია ჰქვია!” – ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

,,ეს სამარცხვინო იმიტაციაა იმის, რასაც რეანიმაცია ჰქვია!" - ექიმი რევაზ ბოჭორიშვილისაფრანგეთში მცხოვრები ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ქართველ ექმებს მოუწოდებს, ხმა ამოიღონ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება.
„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე“, – ბრძანებს ექიმის დიპლომის მქონე ფუნქციონერი.
ჰოდა, ეს პარკეტის იმიტაციის იატაკიანი ოთახი, ერთი კინკილა ინფუზომატით ასეთივე სამარცხვინო იმიტაციაა იმისა, რასაც რეანიმაციის განყოფილება ჰქვია რეალური საერთაშორისო სტანდარტით. შეიძლება არც არის საჭირო ციხის საავადმყოფოში რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ ამ საცოდაობას მაინც ნუ იხსენებენ ამ სახელით.
იმ გართულებების მკურნალობა, რომლებიც განვითარდა (კუჭიდან სისხლდენა) ან დიდი ალბათობით შეიძლება განვითარდეს ( პოლიორგანული უკმარისობა, თირკმლის უკმარისობითა და დიალიზის საჭიროებით) ამ პირობებში შეუძლებელია… ბევრი სხვა სამედიცინო თუ ქირურგიული მანიპულაციის ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო… რაც ამ პირობებში დაუშვებელია.
მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა იქნას გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში! ექიმებო, ამოიღეთ ხმა!”, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.