ელისო კილაძე: ,,ბიძინამ კონგრესმენებთან დაალაგა, ღარიბაშვილს უშვებს”

ელისო კილაძე: ,,ბიძინამ კონგრესმენებთან დაალაგა, ღარიბაშვილს უშვებს"ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მოკლედ, დიდიან-პატარიან, შინაურ-გარეულიანად კი ამტკიცებთ, რომ ბიძინა ამერიკაში არ ყოფილა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ იყო და კონგრესმენებთან დაალაგა. ირაკლი ღარიბაშვილს უშვებს და კახა კუჭავას ნიშნავს პრემიერმინისტრად. ამიტომაც არ მგონია დაკითხვის ფრაგმენტების გამოგდება შემთხვევითი.
ახლა ოპოზიციის სტრატეგია მაინტერესებს, როგორ აგრძელებს ბრძოლას და დაბრუნდება თუ არა ბრძოლის დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები?!
p.s.მიშას ბრძოლის დღის წესრიგი ცხადზე ცხადია – თავი აქვს გადადებული ამ ქვეყნისთვის”.