,,დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ორი დღეა კლინიკაშია, მაგრამ კვება ჯერ კიდევ არ დაუწყია.
,,მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში. პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა.
ბოდიში შეიძლება მესიჯებზე ვერ გიპასუხოთ ძირითადად მძინავს.
მადლობა ყველას”, – წერს ელენე ხოშტარია.

